თელავში პროგრამის ,,მომავლის თაობა” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორის, ნათია ქარჩაიძეს განცხადებით, აღნიშნული პროექტი კახეთის რეგიონის პარტნიორ საჯარო სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.
მისივე ინფორმაციით, პროგრამა საჯარო სკოლებში გაგრძელდება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების გაძლიერებას მასწავლებელთა გადამზადებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის გზით:
,,შეხვედრას 13 პარტნიორი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ. ვისაუბრეთ რა ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას,”-განუცხადა Knews.ge-ს ნათია ქარჩაიძემ.