ახალი ამბები

თელავში ხვალ ოლიმპიური ჩირაღდანი შემოვა

თელავის მერიის ინფორმაციით, გიორგი ალხანაიძე, გურამი გიგოლაშვილი, ლევან ლილუაშვილი და ეკატერინე მაისურაძე იმ ესტაფეტის მონაწილეები არიან, რომლებიც ოლიმპიურ ცეცხლს დახვდებიან და მას თელავის ცენტრალურ ქუჩაზე საზეიმო ვითარებაში ჩამოატარებენ.

ცეცხლს, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ალაზანი-კავკასიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი ხაჭაპურიძე და სახალხო არტისტი ივანე იანტბელიძე სპორტსმენებთან ერთად დახვდებიან. ოლიმპიური ჩირაღდნის საზეიმო ვითარებაში ჩამოსვლის შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის მომღერლები. 

თელავში ოლიმპიური ცეცხლი ორ დღეს გაჩერდება, შემდეგ გეზს ახმეტისკენ აიღებს, ხოლო 12 ივნისს მას ვერტმფრენით ჩარგალსა და ყაზბეგში გადააბრძანებენ, სადაც ესტაფეტა გაგრძელდება. ოლიმპიური ცეცხლი კახეთში უკვე იმყოფებოდა საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლისა და  გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩირაღდანი საბერძნეთის ქალაქ ათენში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ისთვის აანთეს. ახალგაზრდული ოლიმპიადა 26 ივნისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.