ახალი ამბები

“კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ახალი მმართველი ჰყავს

“კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ დღემდე მამუკა კოპალეიშვილი უწყების საერთო საკითხებში დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
2014 –2015 წლებში კოპალეიშვილი გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ მთაწმინდა კრწანისის რაიონის ბიზნესცენტრის მენეჯერად მუშაობდა. 
,,მამუკა კოპალეიშვილის ენერგოგამანაწილებელ კომპანიებში მოღვაწეობას წინ უძღოდა მისი 2 წლიანი საქმიანობა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებაში“, სადაც ის საინფორმაციო ანალიტიკურ განყოფილებას, შემდეგ კი საარჩევნო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2012–2013 წლებში მამუკა კოპალეიშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩევვლად მუშაობდა. 1998–2003 წწ იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, შემდგომ კი კომისიის მდივანი. მას აქვს მრავალწლიანი კომერციული საქმიანობის გამოცდილება”- აცხადებენ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში. 
უწყების ინფორმაციით, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების ყოფილი მმართველი მოღვაწეობას კერძო ენერგეტიკულ სექტორში გააგრძელებს