ახალი ამბები

ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ყვარელში ექსპრეზიდენტის სახლის დაკავებას გეგმავს

,,knews.ge” – ს ვალერი შოშიაშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბექა ბასილაიამ და ზაზა მალუძემ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, შოშიაშვილს აიძულეს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლის დანგრეულ შენობაში, 700 ათასი ლარი გადაეხადა. აუდიტმა კი ეს შენობა 8 ათას ლარად შეაფასა. ბიზნესმენი ისე გამოაცხადეს გამარჯვებულად, რომ მას აუქციონში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალერი შიოშიაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.
დღეს, 15:00 საათისთვის, ვალერი შოშიაშვილი სააკაშვილის ყვარლის სახლში მისვლას გეგმავს.