წნორში “ქიზიყური გაზაფხული” გაიმართება
წნორის სკვერში, 12 საათიდან, ახალგაზრდული გაერთიანების “სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative” ეგიდით, ქალაქ წნორის სკვერში, ღია ცის ქვეშ ფესტივალი“ ქიზიყური გაზაფხული“გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, 2015 წლის საგაზაფხულო ფესტივალის სლოგანია – “ერთად აღვადგინოთ წნორის კულტურის სახლი:
ფესტივალის ფარგლებში მოხდება – კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის (ნახევრად დანგრეული შენობების) მოხატვა – Street Art; მოეწყობა თოჯინების თეატრის წარმოდგენა ღია ცის ქვეშ; წნორის შადრევანზე მოზაიკის დასრულება ნამტვრევი ჭურჭელით; დაუკრავს ცოცხალი ბენდი, მოეწყობა ნახატების გამოფენა ღია ცის ქვეშ, უხმო კინო დიდ ეკრანზე, წნორის კულტურის სახლის არქივში დაცული მასალების გამოფენა; ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა (ნუკრიანის სახელოსნოები, თაფლის ნატურალური პროდუქტები; თიხის ნაწარმი; ადგილობრივი ფანდურები) ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ; სპორტული აქტივობები: ფეხბურთი; ჭადრაკი; ღია კაფე – ტრადიციული და არატრადიციული (ინდური, ჩინური, რუსული) კერძებით და უფასო კომპოტით”;
ფესტივალს “ქიზიყური გაზაფხული” ახორციელებს “სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative”. ERTAD.GE da VIVUS.GE-ს ფინანსური მხარდაჭერით.