ლაგოდეხში ფერმერებს ზარალი აუნაზღაურდებათ
წყალდიდობამ რომან მიხეილიძეს საზამთროს ბაღი მთლიანად გაუნადგურა, მიყენებულმა ზარალმა 7200 ლარი შეადგინა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია სრულად აუნაზღაურებს. ფერმერი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის“ პროგრამაში გაზაფხულზე ჩაერთო.
პროექტის დახმარებით 8000 მ2 დააზღვია საზამთროს ბაღი. სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 840 ლარი, აქედან სააგენტოს გადასახდელმა თანხამ კი 504 ლარი. ჭარბი ნალექის გამო პროგრამაში ჩართული 17 ლაგოდეხელი ბენეციარიც დაზარალდა.
სადაზღვევო კომპანიების მიერ 10 ფერმერის დატბორილი ფართობები შემოწმებულია და ზარალი შეადგენს 18 ათას ლარს. სადაზღვევო კომპანიები საბოლოო დასკვნას ივნისის ბოლომდე დადებენ, რის შემდეგაც ფერმერებს ასანაზღაურებელი თანხა ჩაერიცხებათ.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის“ პროგრამაში კახეთის რეგიონის 4 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, აქედან 156 ლაგოდეხში მცხოვრები ფერმერია.