ახალი ამბები

კისიხევში „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს

შეხვედრას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ასევე კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ასოციაცია „ქართული ღვინოს“ და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებზე მუშაობა ღვინის ეროვნულ სააგენტოში დასრულდა და კანონპროექტი, საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში წარსადგენად, გადაგზავნილია საქართველოს მთავრობასთან.
„მუშაობა „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონზე“ დიდი ხანია მიმდინარეობს. კანონში შედის საკმაოდ ბევრი ცვლილება, მაგრამ არ იცვლება ძირითადი პოლიტიკა და მიდგომა. ცვლილებების მიზანი ამ კანონის სრულყოფა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა. ასევე, კანონი უნდა ყველასთვის გასაგები, რომ მისი დაცვა იყოს მარტივი. ამ ეტაპზე, მთავრობასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტის დეტალების დასაზუსტებლად“ – აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.