თელავში ორ საჯარო მოხელეს შვიდიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და დამზადება. სამართალდამცავებმა ბრალდებულები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში აიყვანეს.
“სახლიდან ამოღებულია დიდი ოპიუმის შემცველი ყაყაჩოს ექსტრაქტი. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და დამზადებას”, – განუცხადა Knews.ge-ს შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა შორენა ჯახუამ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თელავის მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.