სტატიები

ნუკრიანის N1 საჯარო სკოლა გარემოს დაცვის პროქეტს განახორციელებს

მისი მიზანია მოსახლეობის და განსაკუთრებუით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებზე და საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის შემცირება სოფლის ქუჩებსა და რეკრეაციულ ადგილებში. ეკოლოგებმა სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს სემინარი ნარჩენების მართვის, ენერგოეფექტურობის, გარემოს დაცვის და სხვა ეკოლოგიური საკითხების შესახებ. 
მსოფლიოში ეკოლოგიური პრობლემები საკმაოდ მწვწვედ დგას: იცვლება კლიმატი, რის შედეგადაც ხდება ზოგიერთი ადგილის გაუდაბნოება და ზოგის-დატბორვა. იზრდება დაავადებათა რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამის ძირითადი მიზეზი ვართ ადამიანები და ჩვენი დაუფიქრებელი ქმედება.
ზემოთ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ხშირად აარსებენ სხვადასხვა გაერთიანებას. 
გვესმის ფრაზები და მოწოდებები: „იზრუნე გარემოზე“, „დედამიზა ჩვენი სახლია, მოვუფრთხილდეთ მას!“, „არ დააბინძურო გარემო!“და ა.შ., თუმცა, ადამიანის უმრავლესობა ამ ყველაფერს არ უკვირდება სათანადოდ. რეალურად, საკმაოდ ბევრი ადამიანის ეკოლოგიური განათლება არ არის სათანადო დონეზე განვითარებული. როგორი მწარე სიმართლეც არ უნდა იყოს, ეს ასეა!
რა თქმა უნდა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის ჩვენი რეგიონი-კახეთი. სწორედ ამიტომ, სიღნაღის მუნიციპალიტეტ სოფელი ნუკრიანის №1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ მცირე გრანტების კონკურსში, სადაც წარდგენილი გვქონდა პროექტი სახელწოდებით „მაღალი ეკოლოგიური განათლება და სუფთა სოფელი ნუკრიანელებს!”. 
აპრილსა და მაისის დასაწყისში ჩავატარეთ სხვადასხვა სახის ღონისძიება: გადავიღეთ მოკლე მეტრაჟიანი ფილმი სოფლის დაბინძურების და მისი უარყოფითი შედეგების შესახებ. ვფიქრობთ ამ ყველაფერმა დიდი შედეგი გამოიღო, რადგან ვხედავთ, რომ სხვა ახალგაზრდებიდანაც წამოვიდა დაინტერესება გარემოს დაცვის შესახებ და ერთად ვგეგმავთ მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებს. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ნუკრიანის #1 საჯარო სკოლა
ანა მახარაშვილი
გიორგი შუშტაკაშვილი