თელავის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
knews.ge შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელს ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი კი ზ.ბ-ს დაკავებას ადასტურებს. ,,სიმართლეა, მას ნარკოტიკი უნახეს, თუმცა არვიცი ნარკოტიკის მომხმარებებლი იყო თუ არა,” – აცხადებს შათირიშვილი.
knews.ge – ს ინფორმაციით, ზ.ბ-ს სასამართლო პროცესი დღესვე გაიმართება.