დედოფლისწყაროში ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ჯავახიშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხა ოჯახებს ხვალ გადაეცემა: ,,მათ საკუთარი სიცოცხლეც კი არ დაიშურეს სამშობლოს მთლიანობისა და თავისუფლებისათვის. ვალდებულები ვართ, ჩვენი გმირების ღვაწლი ჯეროვნად დავაფასოთ. კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და მათი ამაგის გადახდა შეუძლებელია. თანხების გადაცემა ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს საგანგებოდ დავამთხვიეთ. ამ ადამიანების ოცნება ხომ სწორედ თავისუფალი და ერთიანი საქართველო იყო,“-აცხადებს ზვიად ჯავახიშვილი.
შეგახსნებთ, რომ 1993-2008 წლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 12 დედოფლისწყაროელის სიცოცხლე შეეწირა.