თუშეთის გზის რეაბილიტაციაზე მილიონ 200000 ლარი დაიხარჯება
მისივე თქმით, აღნიშნული თანხის ფარგლებში კეთდება გზის ის მონაკვეთები, რომელიც ზამთარში დაზიანდა და ზვავის ჩამოწოლის საშიშროებას ქმნის:
,,გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ,,თორღვას აბანოს” მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღნიშნული თანხა მსოფლიო ბანკმა შარშან მოგვცა.
გარდა ამ სამუშაოებისა, მთლიანად იწმინდება თუშეთის გზა რისთვისაც 180 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,თუშეთის გზა” ასრულებს. მუშები გზას თუშეთის მხრიდანაც მოსდევენ და ასუფთავებენ. ახმეტის მხრიდანაც მიმდინარეობს სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, სამ კვირაში გზა უკვე გაიხსნება,”- განუცხადა knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა.
გამგებლისვე განცხადებით, აღნიშნული კომპანია ვალდებულია წლის ნებისმიერ დროს გზის დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოები კვლავ განახორციელოს.
მისივე თქმით, გარდა გზის რეაბილიტაციისა, თუშეთის გზაზე დაწყებულია საპიკნიკე ადგილების მოწყობაც:
,,თუშეთისკენ მიმავალ გზაზე საპიკნიკე ადგილები მოეწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას ხეობაში”– განუცხადა Knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა.