ტელეკომპანია „თანამგზავრი” საქველმოქმედო აქციას გეგმავს
როგორც ტელეკომპანიაში ამბობენ, იდეა “თანამგზავრის” ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გაჩნდა. ლილი მარკოზაშვილი სოციალურად დაუცველია და ხშირად საკვებით მეზობლები ეხმარებიან. მას, რუსეთში მცხოვრები შვილი და რძალი გარდაეცვალა და 7 წლის შვილიშვილი, ალექსანდრა მარკოზაშვილი იქ მეურვის და ახლობლების გარეშეა დარჩენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ლილი მარკოზაშვილი ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს და შეუძლია, შვილიშვილის საქართველოში ჩამოყვანა, მას არა აქვს საშუალება დაფაროს მგზავრობის ღირებულება. 27 მაისს, საღამოს 6 საათზე, საზოგადოება ერთად შეეცდება დაუბრუნოს ალექსანდრა სამშობლოს. (ფოტო: ,,თანამგზავრი”)