ველისციხის სახალხო თეატრი 130 წლის გახდა
დღეს, 22 მაისს, 18 საათზე, ველისციხის კულტურის ცენტრის დარბაზში, „იუმორინას“ მსახიობების და მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 23 მაისს, 18 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრალური დასი სპექტაკლს „თავისუფალი პეპელა“ (რეჟისორი ანი ხიდაშელი, სადადგმო ხელმძღვანელი ლევან წულაძე) გამართავს. 24 მაისს, 16 საათზე, თეატრის საიუბილეო დღეები კონცერტით დასრულდება.
დახურვის ღონისძიებას კულტურის სამინისტროს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და ხელოვნების მოღვაწეები დაესწრებიან. ველისციხის თეატრის საიუბილეო დღეების ორგანიზიტორია ააიპ „ველისციხის თეატრი.“