თელავში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გასვლით სხდომას გამართავს
პარლამენტის წევრები გამგებლებისგან და ფერმერებისგან რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ინფორმაციას მოისმენენ და მათი გადაჭრის და განვითარების გეგმებზე იმსჯელებენ. სხდომა, თელავის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, 11:00 საათზე დაიწყება.