გომბორზე ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი “ტოიტას” და ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.
“ოპელის” მძღოლი და ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა.
გარდაცვლილები თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადან იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი თურქეთში სამუშაოდ მიდიოდნენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.
წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.