საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით ჭიკაანის მოსახლეობამ აქცია გამართა
მათივე თქმით, აღნიშნულ საძოვრებს წლების განმავლობაში მოსახლეობა იყენებდა, მიმდინარე წელს კი სოფლის დეპუტატმა, მიწის აღიარების კომისის წევრების გადაწყვეტილებით საკუთარ ნათესავებზე გაასხვისა.
ჭიკაანელების ბრალდებას უარყოფს სოფლის დეპუტატი პაატა ნიორაძე. მისი თქმით, ადგილი რომელსაც მოსახლეობა პირუტყვის გამოსაკვებად იყენებდა, არ გასხვისებულა. პაატა ნიორაძე აღნიშნავს, რომ მიწის ნაწილი კანონის ფარგლებში გასხვისდა.
ბრალდებებს მიწის აღიარების კომისის წევრებმაც უპასუხეს, მათი თქმით, დაწყვეტილება მიწის ნაწილის გასხვისების შესახებ გაუქმდება და ის სოფელს დაუბრუნდება.