დღეს თამარობა აღინიშნება
წმ. მეფის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი: ბეთანიის ტაძარში, ბერთუბნის ეკლესიაში (თუმცა, აქ ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული), თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახული ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე და ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე. დღემდე საიდუმლოებითაა მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც – იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სამჯერ აღნიშნავს: 14 მაისს, 31 იანვარს და აღდგომიდან მესამე კვირას, მაცხოვრის სიყვარულითა და ერთგულებით გამორჩეულ მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს.