1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.3617 ლარია
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეს ერთი ევროს შეძენა 2.6515 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6142 ლარს შეადგენდა.
“საქართველოს ბანკში” ერთი დოლარის ღირებულება 2.4 ლარს შეადგენს, “თიბისი ბანკში” – 2.4020, “ლიბერთი ბანკში” – 2.39, “პროკრედიტ ბანკში” – 2.3950 და “რესპუბლიკა ბანკში” ასევე 2.4-ად.
ერთი ევროს შეძენა “საქართველოს ბანკში” 2.765 ლარად არის შესაძლებელი, “თიბისი ბანკში” – 2.7680, “ლიბერთი ბანკში” – 2.7490, “პროკრედიტ ბანკში” – 2.7470 და “რესპუბლიკა ბანკში” – 2.75 ლარად.
სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.380 ლარიდან 2.385 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, გაყიდვა კი 2.370-2.374 ლარი ღირს.