სოფლის მეურნეობის რაიონულ საკონსულტაციო სამსახურებს ტექნიკა გადაეცათ
ღონისძიებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და პროექტის ხელმძღვანელი როლანდ სმიტი ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოტარ დანელიას თქმით, აღნიშნული კომპიუტერული ტექნიკა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დროულად მოახდინონ შიდა და გარეო კომუნიკაცია, მონაცემთა შეგროვება/დამუშავება, დარგში არსებული უახლესი ინფორმაციის მოპოვება.
,,თანამშრომლები შეძლებენ მრავალფეროვანი ვიზუალური მასალითა და პრეზენტაციების მეშვეობით ფერმერებისთვის ახალი ცოდნის უკეთ გადაცემას. ახალი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი რაიონული სამსახურები დაეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უწყების მუშაობის ყველა ასპექტში ახალი ტექნოლოგიები დანერგოს და სოფლის მეურნეობის შესახებ ინფორმაცია და მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს,”– აცხადებს ოთარ დანელია.
„საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ (სესმგ) ორწლიანი პროექტია, რომელიც ხორციელდება ილინოისის უნივერსიტეტის, ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და „ვინროკ ინთერნეშენლის“ მონაწილეობით. პროექტის მხარდასაჭერად აშშ-ის მთავრობამ, USAID-ის მეშვეობით, 2.3 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო.
სესმგ მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევას, სოფლად პროდუქტიულობის ასამაღლებლად განავითაროს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების სისტემა.