ახალი ამბები

თელავის მუნიციპალურ ბაღებში გახანგრძლივებული ჯგუფები იმუშავებს

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, გიორგი კოჭლოშილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტსა და საკრებულოს ეკუთვნის. მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფებით სარგებლობა ყველა ოჯახისთვის უფასო იქნება.
,,კახეთში თელავი ერთადერთია სადაც აღნიშნული ჯგუფები შეიქმნა და ფუნქციონირებს. ადრე წლებში იყო გახანგრძლივებული ჯგუფები ბაღებშ, მაგრამ ამით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები და დასაქმებული მშობლები სარგებლობდნენ, ახლა კი განურჩევლად ყველა ოჯახს აქვს საშუალება ბავშვი ბაღში დილის 9 -დან საღამოს 18:00 საათამდე ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე დატოვოს,”– განაცხადა გიორგი კოჭლოშვილმა.