საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება
კერძოდ, თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში იმართება, ხოლო თუ უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, მაშინ − უახლოეს აპრილში.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვის ვადაში ნიშნავს.
შუალედური არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა.