მაჟორიტარი დეპუტატები სამუშაო ოთახების გარეშე
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კაბინეტის კარი კვლავ ღიაა, მაგრამ პარლამენტარ ღვინიაშვილისათვის დაკეტილია. ამჟამად ღვინიაშვილის ყოფილ კაბინეტში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურია განთავსებული.
რამდენიმე კვირის წინ გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები შეიჭრნენ, წიწილებიანი კვერცხები ესროლეს და ოფისი იძულებით დაატოვებინეს. ნაციონალური მოძრაბის წევრებსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ შექმნა,,ანტიკორუფციული კომისია””, რომელსაც გამგებლის და გამგეობის საქმიანობა უნდა შეესწავლა.
ამის შემდეგ, გამგებელმა გია გერგიძემ ნაციონალური მოძრაობიდან მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს საკუთარი სამუშაო ოთახის დატოვება ოფიციალურად მოსთხოვა. გამაგებელმა დეპუტატს აღნიშნული მოთხოვნით წერილობით 2015 წელს უკვე მესამედ მიმართა. გია გერგიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება ფართის სიმცირით ახსნა. მისი განმარტებით, ნივთები, რომელიც ბიუროს ოთახში იყო განლაგებული, ინვენტარიზაციის კომისიამ სრულად აღწერა და ის, რაც გამგეობის საკუთრება არ იყო, დაცულ ადგილზეა გადატანილი.
,,მოხდა ინვენტარიზაცია ყველა ნივთის, რაც ოთახებში იყო. გიორგი ღვინიაშვილს შეუძლია მოვიდეს და წაიღოს თავისი ნივთები. თუ მოვა მშვიდად, პროვოკაციის გარეშე, არავინ არ დახვდება კვერცხებით,’’- განაცხადა გია გერგიძემ.
დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატისათვის, ზაზა კედელაშვილისათვის კვერცხები არავის არ დაუშენია და არც მის ოთახში შევარდნილა, მაგრამ მისთვისაც ბიუროს ამჟამინდელი შენობის კარი უახლოეს მომავალში ღია აღარ იქნება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი განმარტავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ფართის ქირავნობის ხელშეკრულება გამგეობასთან არასოდეს არ გაუფორმებია და ამ დრომდე ბიურო მუნიციპალურ საკუთრებაში უკანონოდ არის განთავსებული.
ნიკოლოზ ჯანიაშვილი მუნიციპალური საკუთრებიდან მაჯორიტარი დეპუტატის გამოსახლებას გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისათვის საკმარისი ფართის არარსებობას უკავშირებს. გამგებელმა ზაზა კედელაშვილს სამუშაო ოთხის დატოვების მოთხვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამ დრომდე დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატს ბიუროს ოთახი ჯერ არ დაუცლია.
„პარტიის ოფისს ვადა გაუვიდა 22 თებერვალს. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და პარტიის ოფისსაც მივწერეთ წერილი, რომ ფართი დაეცალათ, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. მაგ შენობაში ჩვენი სამსახურები უნდა განთავსდეს, რადგან ფართი აღარ გვყოფნის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ფუნქციები გაიზარდა, განხორციელდა სხვადსახვა ერთეულის რეორგანიზაცია.
სპორტისა და კულტურის სამსახური გაიყო. უფრო მეტი ფუნქციების შესრულება დავიწყეთ. დღის წესრიგში დადგა ფართის საკითხი. ერთადერ¬თი ასეთი ფართი, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაშია, ეს არის ყოფილი პროკურატურის შენობა, რომელშიც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ერთ-ერთი დამიუკიდებელი ადვიკატის სამუშაო ოთახებია განთავსებული. ჩვენ, ასევე, მივმართეთ დამოუკიდებელ ადვოკატს ოთახის დატოვების მოთხოვნით“, – განმარტავს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
ლაგოცეხის მაჟორიტარი დეპუტატისათვის და ნაციონალური მოძრაობის წევრისათვის, გიორგი გოზალიშვილისათვის ფართის დატოვების მო-თხოვნით ჯერ არავის მიუმართავს. მაჟორიტარიო დეპუტატის ბიურო ლაგოდეხის მუნიციპალი¬ტეტის გამგეობაშია განთავსებული და სამუშაო ოთახისათვს გამოყიფილი ფართისათვის ყოოველთვიურ გადასახადს 2015 წლის მარტიდან იხდის. გამგეობის ამ მოთხოვნას საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დეპუტატის ბიუროსთან აქვს საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული. შესაბამისად ხელშეკრულების საფუძველზე ის ვალდებულია, რომ გადაიხაოს საიჯარო ქირა. ზუსტად ქირას რამდენს იხდის, ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვის საჯარო ინფორმაცია“, – აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი.
სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატისა და მმართველი პარტიის წევრის ბიუროს ქირის გადასახადი 221 ლარით განისაზღვრა. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ცუთლაშვილი აცხადებს, რომ ფართი იჯარის წესით გადაეცათ და და ყოველთვიური ქირის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. დეპუტატმა გიგლა გელაშვილმა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით გამგეობას 2014 წელს მიმართა.
ქართულ ოცნებაში პორტირებული ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის ბიუროც საიჯარო ხელშეკრულებით სარგებლობს. ბიუროს ფართის ყოველთვიური გადასახადი 270 ლარის ოდენობით უწევს.
„ბიუროს დაარსების დღიდან საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომ ფართი იჯარის წესით გადაეცა. ამ მხრივ ყველაფერი მოწესრიგებულია“, – აცხადებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის პრესსპიკერი, ნინო ხუციშვილი.
კოალიცია „ქართული ოცნების წევრს“ და თელავის მჟორიტარ დეპუტატს, გელა სამხარაულის ბიურო თელავის მუნიციპალიტეტის შენობაშია განთავსებული. მისი სამუშაო ოთახი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზეა. სამხარაულს ფართი უზურფუქტის წესით 2013 წელს გადაეცა და შესაბამისად ის ყოველთვიური გადასახადისაგან თავისუფლდება. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას კანონმდებლობა უზურფუქტის წესით ფართის გადაცემის უფლებას აძლევს.
ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გამგეობის ფართი არ აქვს დაკავებული, მაგრამ სხვა მუნიციპალურ შენობაშია განთავსებული.
დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, მერაბ ზვიადაური აცახდებს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 მაისის დადგენილებით ფართი მაჟორიტარს უზურფუქტის წესით გადაეცა და შესაბამისად ბიურო ყოველთვიურ გადასახადს არ იხდის.
თინათინ ხიდაშელის, ამჟამად თავდაცვის მინისტრის და ყოფილი საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ გამგეობას საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით ჯერ კიდევ გასული წლის მარტში მიმართა, თუმცა შესაბამისი პროცედურები დროში გაიწელა. ბიუროს ხელმძღვანელი, ლალი გრატიაშვილი ხელშეკრულების გაფორმების პროცესის გაჭიანურებას გამგებლის ცვლილებას უკავშირებს. ამჟამად ბიურო საიჯარო ხელშეკრულებით არ სარგებლობს.
„ჩვენ მივმართეთ გამგეობას, რომ გაქირავებულიყო ქირავნობის ხელშეკრულება. დაიდო აუდიტის დასკვნა და ფართი შეფასდა 300 ლარად. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდებოდა. გამგეობამ მიმართა საკრებულოს, მაგრამ ეს თემა მიივიწყეს. მალევე არჩევნებიც ჩატარდა და გამგებელი შეიცვალა. საიჯარო ხელშეკრულება სულ მალე გაფორმდება, რადგან გამგეობამ საკრებულოს შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა“, – განმარტავს ლალი გრატიშვილი.
კახელი კანონმდებლების ნაწილი საიჯარო ხელშეკრულებით სარგებლობს, ნაწილს კი ადმინისტრაციულ შენობებს ატოვებინებენ. პირველი კანონმდებელი, რომელიც ამჟამად სამუშაო ოთახის გარეშეა დარჩენილი, გურჯაანის მაჟორიტარია.