საგარეჯოს და დედოფლისწყაროს სოფლებს ენერგომომარაგება შეეზღუდება
,,ქვესადგურ ,,ბადიაურში“ 13 მაისს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, ქსელში ჩართულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: იორმუღანლოს,დუზაგრამას და ბადიაურს 12-დან 14 სთ-მდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეუწყდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. მიზეზი სს,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ქვესადგურ ,,დედოფლისწყაროში“ ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოებია. ამასთან დაკავშირებით, 14 მაისს, 11-დან 15 სთ-მდე, ელექტროენეგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქალაქ დედოფლისწყაროს და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ მუნიციპალიტეტში ენერგომომარაგების მიწოდება სრული დატვირთვით აღდგება,”- აცხადებენ სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში”.