ახალი ამბები

თელავში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ გაიხსნა

 აღნიშნული ფესტივალი თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ქალაქში უკვე მეშვიდედ ტარდება და მასში, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.
ანიმაციის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ფესტივალ ,,თოფუზის” დირექტორის, ზურაბ დიასამიძეს თქმით,ეს ფესტივალი ყოველწლიურად უფრო ფართოვდ…ება და სიახლეებით არის სავსე.
,,ანიმაციური ფილმების ფესტივალი თელავში უკვე მეშვიდე წელია ტარდება და მასში სულ უფრო მეტი ბავშვი ერთვება. ეს ფესტივალი ყოველწლიურად სიახლეებით არის სავსე და სულ უფრო მეტ ადგილას ტარდება რეგიონებში. წელს სიახლე გვაქვს ის, რომ ფესტივალში ჩართული არიან ცნობილი ქართველი ანიმატორები, რომლებიც ხვდებიან მონაწილეებს და რომლებიც აჩვენებენ თავიაანთ შექმნილ ანიმაციებს ბავშვებს და პასუხობენ კითხვებზე”,-განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ დიასამიძემ.