სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი მოიპარეს
სტალინის ბიუსტი სოფლის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალთან ადგილობრივებმა 9 მაისს თვითნებურად დადგეს. დღეს გამგეობის გადაწყვეტილებით ბიუსტის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, დაგეგმილი იყო ბიუსტის დამდგმელების გამოვლენა და შესაბამისი სანქციების დაკისრება თუმცა უცნობია ვინ მოიპარა მონუმენტი.