ქალაქ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
,,ნათია ქარჩაიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მის მოვალეობას კი ამ დრომდე დიანა რინგიაშვილი ასრულებს. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კი აღნიშნულ თანამდებობაზე განიხილება რამდენიმე კანდიდატურა,”– განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
ნათია ქარჩაიძის განმარტებით, მან დაკავებული თანამდებობა დროის უქონლობის გამო დატოვა.
,,დიდი ხანია, რაც მინდოდა ამ თანამდებობიდან წასვლა. თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრშიც ვარ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, გარდა ამისა არის სხვა საკითხებიც, რომლის გამოც ბევრი საქმე მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე დაკავებული პოზიციიდან წასვლა,”– განუცხადა knews.ge-ს ნათია ქარჩაიძემ.