ახალი ამბები

ყიფიანი პარლამენტარებს მიმართავს: “ნუ გაცვლიან სამშობლოს პირად ინტერესებზე”

ყიფიანმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრალდებებს არ ეთანხმება, თუმცა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არ სურს თავისივე გუნდის წარმომადგენლებთან დაპირისპირება, რომელიც მისი განმარტებით, პრობლემას გაამწვავებს.

“არ მინდა შევიდე დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან – კონკრეტულად კი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით მე სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა. სწორედ ამიტომ, მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებით, რომელიც მომზადებული მაქვს და რომელსაც პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჩავაბარებ მთავრობის ადმინისტრაციას. გადადგომის მიზეზი არის სწორედ ის, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს და არ გადავიდეს ზღვარს, რომელიც, ვფიქრობ, უკვე ზღვარსგადასულია. ის, რაც ჩემი მისამართით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს. მივმართავ მათ, პროვოკაციაზე ნუ წავლენ სახელმწიფოს სახელით”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ლევან ყიფიანმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი საათის წინ გააჟღერა.