ახალი ამბები

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

მოსახლეობის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, რამაც სანიაღვრე არხების ადიდება გამოიწვია. მათივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მეტად სოფელი ნაშოვარი დაზარალდა. როგორც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, გია გაფრინდაშვილი აცხადებს, სანიაღვრე არხების გაწმენდა პერმანენტულად მიმდინარეობს.
გაფრინდაშვილის თქმით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზიანს შეისწავლის.
ამ დროისთვის დაზარალებულ სოფლებში სპეციალური ტექნიკა მუშაობს. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.