თელავის უნივერსიტეტიდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ირმა შიოშვილი კადრების შემცირებას უმაღლესი სასწავლებლის მწირი საიბიუჯეტო შემოსავლებით ხსნის. შიოშვილის განცხადებით, უნივერსიტეტის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის ხელშეკრულებასაც გასდის ვადა და ის არ გამორიცხვას, რომ თესაუში კადრები კიდევ უფრო შემცირდეს.
„მათ ამოეწურათ ხელშეკრულების ვადა და უნივერსიტეტმა მათ აღარ გაუგრძელა ხელშუკრულება. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში უნივერსიტეტში იყოს ვაკანტური ადგილები. კონკურსი გამოცხადდება და თუ ისინი მიიღებენ მონაწილებას ამ პროცესში და წარმატებით გაივლიან კონკურსის ეტაპებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისევ დაბრუნდნენ უნივერსიტეტში“, – განუცხადა Knews.ge-ს ირმა შიოშვილმა.
2014 წლის 1 სექტემბერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაატა გოცირიძის ბრძანებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 24 თანამშრომელსაც შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. გოცირიძის განცხადებით, დაკავებული თანამდებობიდან თანამშრომელთა გათავისუფლება გამოიწვია უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრად შემცირებამ.
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 21 საბაკალავრო პროგარამაზე გამოცხადებულ 780 ადგილზე მხოლოდ 179-მა აბიტურიენტმა ჩააბარა.