ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა გურჯაანში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას მოითხოვს

“გურჯაანის პოლიციას წარვუდგინეთ საჩივარი, ფოტო და ვიდეო მასალა, 20 აპრილს, მაჟორიტარის ბიუროში “ქართული ოცნების” აქტივისტების შეჭრის და დღეს დილით, გურჯაანის გამგეობაში, დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებთან დაკავშირებით. “ნაციონალური მოძრაობა” დაუყოვნებლივ ითხოვს გამოძიებას და ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას”, – განუცხადა ჟურნალისტებს გოჩა სიბაშვილმა.