ქართული წინდის ექსპორტი პირველად ევროპაში მოხდება
კომპანიის წარმოების მენეჯერის, მარიამ დანელიას თქმით, მომხმარებელს პერსონალური წინდის შეკვეთაც შეუძლია და პროდუქტის ღირებულება 2.5-დან 6 ლარამდე მერყეობს. მისივე განცხადებით, რაც შეეხება ძვირფასი თვლებით გაფორმებულ წინდებს, ისინი 15-25 ლარის ფარგლებში ღირს.
„ქართული წინდის” პროდუქტი უკვე 4 წელია მზადდება. კომპანია ქალის, კაცისა და ბავშვის სხვადასხვა მოდელისა და ფერის ბამბის წინდებს აწარმოებს. მისი შეძენა მომხმარებელს ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილ ყველა პატარა და დიდ სუპერმარკეტში შეუძლია. ინფორმაციას ,,კომერსანტი” ავრცელებს.