ახალი ამბები

პარლამენტის წევრები პანკისის ხეობას ეწვევიან

დეპუტატის განცხადებით, პანკისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, ხეობაში შექმნილ ვითარებასა და ახალგაზრდების სირიაში წასვლის საფრთხეებზე ინფორმაციას ადგილობრივებისაგან მოისმენენ. 
„პარასკევს მე და რამდენიმე ჩემი მეგობარი გავემართებით პანკისის ხეობაში. ჩვენ ადგილზე გავეცნობით სიტუაციას, შევხვდებით უხუცესებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე გავესაუბრებით მოსახლეობას და ვეცდებით, მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაცია ჩამოვიტანოთ“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.