ახალი ამბები

თესაუს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლებამოსილება ერთ თვეში შეუწყდება

გოცირიძე ამჟამად შვებულებაშია, რომელიც 25 მაისს იწურება. შვებულების ვადის გასვლისთანავე პაატა გოცირიძეს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წინადადებით უფლებამოსილებას შეუწყვეტავს.
პაატა გოცირიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა უწყებიდან აქვს გარკვეული სახის შეთავაზება და საზოგადოებას ამ საკითხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ მიაწვდის:
„მე უკვე მივმართე აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საზოგადოებას სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალურ ინფორმაციას კუთვნილი შვებულების ვადა ამოიწურვის შემდეგ მივაწვდი, – განუცხადა Knews.ge-ს პაატა გოცირიძემ. 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ აკადემიური საბჭოს წარდგინებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პაატა გოცირიძე 2014 წლის 7 თებერვალს აირჩია. პაატა გოცირიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიორგი გოცირიძის ძმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია.