სოფელ კაბალში 40-მდე საფლავი გაძარცვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, შორენა ჯახუას განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით, რომელიც მიცვალებულისადმი უპატივცემულობასა და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.
„შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდო ბრალდებული გამოვლენილია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ზუსტად ვერ გეტყვით სავარაუდო ბრალდებულის ვინაობას. სამართალდამცავებმა რკინის ღობეები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – განუცხადა Knews.ge-ს შორენა ჯახუამ.