თელავი პირველი რეგიონული გაზეთის გამოფენას უმასპინძლებს
24 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ ინიციატივით, გაიმართება გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართული პერიოდული პრესის პირველ რეგიონულ გაზეთს კახეთის რეგიონში, „ხმა კახეთისას“, რომელიც 1912-1917 წლებში გამოიცემოდა.
გამოფენა კახეთის რეგიონის მაშინდელი სოციალური და კულტურული ყოფის ასპექტებს ასახავს და ინფორმაციას იძლევა რეგიონის განვითარების ტენდენციებზე.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და კულტურულ ღონისძიებში აქტიურ მონაწილეობას.
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს „სათემო განვითარების ცენტრი“.
საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს გაზეთი „კახეთის ხმა“
ვებ გვერდი: www. knews.ge
გამოფენა თელავის მედია კაფეში, 24 აპრილს, 17 საათზე გაიხსნება.