ახალი ამბები

თელავის გამგეობაში ტესტირების პროცესი 57-მა კონკურსანტმა გადალახა

97-მა კონკურსანტმა კი ტესტირებაზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო.
,,საბუთების გადარჩევის შემდეგ მეორე ეტაპზე გადავიდა 247 კონკურსანტი, საიდანაც ტესტირებაზე არ გამოცხადდა 98 აპლიკანტი, 97 მათგანი ტესტირებაზე ჩაიჭრა, ხოლო მინიმალური ზღვარი 57-მა კანდიდატმა გადალახა. ეს არის პირველადი შედეგები. რაც შეეხება იმ კონკურსანტებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ შედეგები, შეუძლიათ გაასაჩივრონ ტესტირების შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ამის შემდეგ გახდება ცნობილი საბოლოო შედეგები”,– განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა.
მისი თქმით, ტესტირების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 15 დღეში კონკურსანტებთან ჩატარდება გასაუბრება, რომლის შესახებაც მათ ინფორმაცია დაეგზავნებათ.