თელავში ,,ერთობის დარბაზი” დაფუძნდება
,,ერთობის დარბაზის ” წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ორგანიზაციის მიზნებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრეს.
ორგანიზაციის კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, რამაზ ლომინაძეს თქმით, დაგეგმილია ,ერთობის დარბაზის ” ფილიალის გახსნა, რომელიც კახეთში არსებული პრობლემების მოძიებაზე იმუშავებს.
მისივე თქმით, თელავში ,,საზოგადოებრივი დარბაზის” წევრებთან ითანამშრომლებენ, რომლებსაც მუშაობის იგივე მიმართულება აქვთ.
,,ჩვენ თელაველებს გავაცანით ორგანიზაციის საქმიანობა და ვფიქრობთ, რომ მოწონების შემთხვევაში დავაფუძნოთ დარბაზი, რომელიც კახეთში იმუშავებს. თელავში ჩამოვედით და შევხვდით იმ ადამიანებს, რომლებსაც სათანადო ავტორიტეტი და კომპეტენცია გააჩნიათ. მოხარულები ვართ, რომ თელავში არსებობს უკვე ,,საზოგადოებრივი დარბაზი”, და ის იმ მიმართულებით მუშაობს რაზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას. დარბაზის წევრების და ჩვენი მოსაზრებებიც დაემთხვა და იმედი გვაქვს რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ,”- განუცხადა Knews.ge-ს რამაზ ლომინაძემ.