ახალი ამბები

ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი გურჯაანის გამგეობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორის, ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არა აქვს მორალური უფლება, რომ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე ისაუბროს. შოშიაშვილის შეფასებით, დღეს, რომ „ნაციონალურო მოძრობას“ ასეთი უფლებები აქვს, სწორედ „ქართული ოცნების „ დანაშაულია: „როგორც მთავრობაში ყოფნის დროს, დღესაც, მასკარადებს აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“ და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ასე ცდილობს. იმის მაგივრად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი აგებინოს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გურჯაანში იმყოფებიან და რომლთა სახელსაც უკავშირდება ვაზაგაშვილის საქმე, ბიზნესმენებზე ტერორი პირიქითი, მათ მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას აგრძელებენ. პრემიებიც და ნეპოტიზმიც სწორედ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვიდრებული სენია. „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ არაერთხელ ამხილა მუნიციპალიტეტეების ხელმძღვანელები და მათ შორის გურჯაანის გამგებელი და საკრებულოს წევრები ნეპოტიზმში. ასევე იმ გულუხვ პრემიებზე, რომლებსაც წელიწადში შვიდჯერ იწერენ,” – აცხადებს ვალერი შოშიაშვილი. იგი საუბრობს იმ კერძო ბიზნესის ტერორსა და წილების გადანაწილებაზეც, რომელსაც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს: „ქვეყანაში მხოლოდ დემოკრატიული მოძრაობაა ის ძალა, ვინც აღადგენს სამართლიანობას და უზრუნველყოფს, რომ ყველა დამნაშავე როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის“, ასევე ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, – აცხადებს ვალერი შოშიაშვილი.