ახალი ამბები

ლაგოდეხის სკოლის მოსწავლეები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის – “პროფესიული ორიენტაცია დაკარიერის დაგეგმვა” ფარგლებში, მოსწავლეებს სასაზღვრო პოლიციის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. 
,,მესაზღვრეებმა მომავალ აბიტურიენტებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ინფორმაცია მიაწოდეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის “პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” მიზანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის პროფესიის შერჩევაში დახმარების გაწევა”, – აცხადებენ შსს-ში.