ლაგოდეხისა და საგარეჯოს სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს ელეტროენერგია კი 7 საათით ექნება შეწყვეტილი. ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე ხეების გადაბელვის სამუშაოებს ახორციელებს. უსაფრთხოების დაცვისმიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ენერგომომარაგება 18:00 სთ-მდე აღუდგება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქ/სადგურ ,,პატარძეულში“ 35/10 კვ-იან ტრანსფორმატორში დიაგნოსტიკურ გაზომვები დილის 12 საათიდან დაიწყო და 16 საათზე დაასრულებს. კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ პატარძეულში ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.