ახალი ამბები

კახეთში 14 აპრილამდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს კახეთში იწვიმებს, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება. რეგიონში წვიმა და მცირე ქარია მოსალოდნელი ხვალაც, 10 აპრილს ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება. ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი 11,12,13 აპრილსაც, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება.