დედოფლისწყაროში ექვს წლამდე ბავშვების სამედიცინო მომსახურებაზე 500 ლარი დაიხარჯება
საკრებულოს წევრებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა წარუდგინა, რომელსაც საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ზვიად ჯავახიშვილის თქმით, წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, გაწეული ხარჯების დაფინანსება ან თანადაფინანსება იმ სამედიცინო მომსახურებას შეეხება, რომელიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ანაზღაურდება.
,,ინიციატივის მიხედვით, განცხადებით მომართვის პერიოდში მოქალაქე რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდეს ასორმოცდაათი (150) ათასს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ფინანსურ დახმარებას,”– განაცხადა ზვიად ჯავახიშვილმა.

