ახალი ამბები

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გერბის და დროშის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძეს თქმით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გარდა დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრის და სამუშაო ჯგუფში მოწვეული სპეციალისტისა.
მისივე თქმით, კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად და გამოვლინდება გამარჯვებული რომელსაც 4 ათასი ლარი გადაეცემა. მისივე განცხადებით, საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა–2015 წლის 22 მაისი:
,,გერბისა და დროშის პოექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს: ჰერალდიკურ და ტერიტორიის ისტორიულ მემკვიდრეობას, ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობას და ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელ ისტორიულ, ეთნოგრაფიულ ან მითოლოგიურ ნიშანს .კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მისამართზე: ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. N16. საკონკურსო ნამუშევრების განხილვა გაიმართბა 29 მაისს,’’– განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.