ახალი ამბები

თელავის გამგეობაში კონკურსანტების განაცხადების გადარჩევა მიმდინარეობს

,,საბუთების მიღება მიღება 21 მარტს დასრულდა. თითოეულ პირს ერთდროულად 5 ვაკანსიაზე შეეძლო განაცხადის გაკეთება. სულშემოვიდა 824 განაცხადი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი გადარჩევა. ტესტირება, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში ჩატარდება,”- განუცხადა Knews.ge-ს ნინო აფციაურმა. 
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 151 გამოცხადებულ ვაკანსიაზე, კონკურსის ბოლო ეტაპი გაიარა 184 აპლიკანტმა, გასაუბრებაზე არ გამოცხადდა 13 აპლიკანტი.