ახალი ამბები

ყვარელსა და საგარეჯოს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

“საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის” ინფორმაციით, კომპანია 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის გასუფთავების მიზნით მრავალწლიანი ნარგავების გადაბელვის სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნულიდან გამომდინარე 7 აპრილს, 11:00 -დან 16:00 სთ-მდე ქ. ყვარელს და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს ენერგომომარაგება შეუწყდება.
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 7 აპრილს სარემონტო სამუშაოებს გეგმავს ქვ/სადგურ ,,კაკაბეთშიც”. 
7 აპრილს, 12:00-დან 16:00 სთ-მდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: ყანდაურას და კაკაბეთს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ სოფლებში ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.