ახალი ამბები

თელავის გამგეობაში 7 ვაკანსიაზე 192 განაცხადი შევიდა

უწყების ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, ნინო აფციაურის თქმით, განაცხადების მიღების ვადა დღეს 23:00 საათზე იწურება:
,,გამგეობის მიერ გამოცხადებულ 7 ვაკანსიაზე 192 განაცხადი შემოვიდა. აქედან 3 ვაკანსია ახლად შექმნილ ქონების მართვის განყოფილებაში გამოცხადდა, 2 ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის და მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე, ხოლო 2 ვაკანსია დაემატა თანამშრომლების სამსახურიდან წასვლის გამო. განაცხადების მიღების ვადა დღეს, 3 აპრილს, დღის ბოლოს იწურება,”– განუცხადა Knews.ge-ს ნინო აფციაურმა.