ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა ,,ჰერეთის” წერილს ეხმაურება

ჰერეთის დამფუძნებელმა საქართველოს პრემიერ – მინისტრს 19 მარტს მიმართა ოფიციალური წერილით, სადაც რამაზ სამხარაძე ჰერეთისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის გაჭიანურების მიზეზად საჯარო მოხელეების დაინტერესებას ასახელებდა.  20 მარტს საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ პრემიერს მოუწოდა მედიის დისკრიმინაცია შეეწყვიტა.  

რამაზ სამხარაძის განცხადებით, მომდევნო სასამართლო პროცესი “ენერჯი გრუპსა” და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის 7 მაისს განახლდება.