C ჰეპატიტიტის სამკურნალო პროექტი აპრილში ამოქმედდება
,,ხელშეკრულების ხელმოწერიდან უახლოესი დღეებში, პირველი მსხვილი პარტია, 5 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზა შემოვა და ეს შეეხება მათ, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ კლინიკური მდგომარეობის გამო. ხაზი მინდა გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობას, ის პაციენტები, ვინც მკურნალობას დაიწყებენ და ზოგადადა C ჰეპატიტის მქონე პაციენტები, ძალიან კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულები და გაცნობირებული უნდა ჰქონდათ, რომ მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ღვიძლის ფუნქცია მყისიერად და სრულად დაუბრუნდება თავის საწყის მდომარეობას. ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა გაიგეს რა ამ მოსალოდნელი პროექტის შესახებ, იმ რეჟიმს და თავის მოვლას საერთოდ თავი დაანებეს. ბევრი კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა იმის იმედით, რომ ახლა მკურნალობას დაიწყებენ, საერთოდ ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე, ღებულობენ ალკოჰოლს, საერთოდ არ იცავენ ძირითად საბაზო პრინციპებს. ხაზი მინდა გავუსვა ყოველი დრამატიზირების გარეშე, რომ კატეგორიულად მიუღებელია და მათი ასეთი დამოკიდებულება ამ დაავადებისადმი არის ფატალური მიდგომა და ძალიან დიდი რისკების შემცველი. არანაირი ალკოჰოლი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს მათ უნდა დაიცვან იმისათვის, რომ მათ საშუალება მისცენ პრეპარატს გააჩეროს ვირუსის გამრავლება”, – განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, ინფექციის კონტროლზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაიცვას ძირითადი საბაზო წესები.
დავით სერგეენკოს მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმების ვადამ დაგეგმილი თებერვლის ბოლოდან აპრილის ბოლომდე გადაიწია და ეს მედიკამენტ “სოფოსბუვირთან” ერთად ახალი პრეპარატის, “ჰავრონის” დამატებამ განაპირობა.