ბურჯანაძის პარტიის კახეთის ორგანიზაცია გურჯაანის პოლიციის უფროსის განთავისუფლებას მოითხოვს
შოშიაშვილის განცხადებით, მას შემდე რაც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელად კრაწაშვილი დაინიშნა, რაიონში არსებული კრიმინალური მდგომარეობა შემაშფოთებელია:
,,თვე არ გავა, დანაშაული არ მოხდეს. ბოლო დროის მკვლელობა კი იმის საფუძველს იძლევა, რომ პოლიციის უფროსი და ხელმძღვანელი პირები უმოქმედოები არიან და კრიმინალების შესაჩერებლად პრევენციულ ღონისძიებასაც ვერ ატარებნე. სამარცხვინოა ის ფაქტიც, რომ გურჯაანელ პოლიცილებს პატიმარი გაექცათ. განა რა ვალდებულება აქვს აღებული პრემიერ მინისტრის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს გურჯაანის პოლიციის უფროსის ოჯახთან, რომ ამ დრომდე, სამსახურიდან არ უშვებენ გიორგი კრაწაშვილს. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად მოითხოვს შინაგანს საქმეთ სამინისტროსგან, რომ მოახდინოს რეაგირება და თანამდებიდან გადააყენოს რაიონის პოლიციის უფროსი“ , – აცხადებს შოშიაშვილი.
შოშიაშვილისვე განმარტებით, გიორგი კრაწაშვილი პრემიერ მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის – თამაზ თამაზაშვილის ძმაკაცის შვილია.
გიორგი კრაწაშვილი შსს გურჯაანის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად 2014 წლის აგვისტოში დაინიშნა, მანამდე კი კახეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა.